“რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2378
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1999-09-09
გამოქვეყნების თარიღი
1999-09-21
სარეგისტრაციო კოდი
240.120.000.05.001.000.684
“რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №11-12, 14.03.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილებები:

1. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

     „მუხლი 91. ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების რეკლამა

აკრძალულია ჩვილ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტების (გარდა დამატებითი საკვებისა), საწოვრიანი ბოთლებისა და სატყუარების ნებისმიერი სახის რეკლამა.”.

2. 22-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში სიტყვები „1999 წლის 31 დეკემბრამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „2001 წლის 31 დეკემბრამდე”.

3. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები „2000 წლის 1 იანვრიდან“ შეიცვალოს სიტყვებით „2002 წლის 1 იანვრიდან“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 საქართველოს პრეზიდენტი

ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

1999 წლის 9 სექტემბერი

№2378–Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია