საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2372
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1999-09-09
გამოქვეყნების თარიღი
1999-09-21
სარეგისტრაციო კოდი
020.000.000.05.001.000.681
საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, № 32 (39), 1999 წელი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი თავის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ამ კოდექსის მოქმედება, გარდა III თავისა, არ ვრცელდება შემდეგი სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე:”.

2. X თავი ამოღებულ იქნეს.

3. XI თავის 158-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ამოღებულ იქნეს “გ” ქვეპუნქტი, ხოლო “დ” ქვეპუნქტი შესაბამისად ჩაითვალოს “გ” ქვეპუნქტად.

4. XVII თავის 220-ე მუხლიდან ამოღებულ იქნეს “ბ” ქვეპუნქტი.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი            ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 9 სექტემბერი.

№2372–Iს

კრებსითი — სრული ვერსია