ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოსა და მექსიკის შეერთებული შტატების მთავრობებს შორის საერთო ინტერესების მქონე საკითხებზე კონსულტაციების მექანიზმის შექმნის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
დოკუმენტის ნომერი
-
მიმღები ორგანო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
1996-03-14
გამოქვეყნების თარიღი
1997-12-31
სარეგისტრაციო კოდი
000000430.00(0).003.000070
ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოსა და მექსიკის შეერთებული შტატების მთავრობებს შორის საერთო ინტერესების მქონე საკითხებზე კონსულტაციების მექანიზმის შექმნის შესახებ

ურთიერთგაგების მემორანდუმი

საქართველოსა და მექსიკის შეერთებული შტატების მთავრობებს შორის საერთო ინტერესების მქონე საკითხებზე კონსულტაციების მექანიზმის შექმნის შესახებ

საქართველოს მთავრობა და მექსიკის შეერთებული შტატების მთავრობა, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,

მიზნად ისახავენ რა ორ ხალხს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას,

აცხადებენ რა, რომ ორი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად მახასიათებელს წარმოადგენს დიალოგი და თანამშრომლობა,

ყურადღებას აქცევენ რა, რომ ორივე ქვეყნის საერთო მიზანს წარმოადგენს თანამედროვე საერთაშორისო პრობლემების სამართლიანი გადაჭრის ხელშეწყობა,

დარწმუნებულნი არიან რა საერთო ინტერესების მქონე საკითხებზე კონსულტაციების პრაქტიკული და მოქმედი მექანიზმის შექმნის მნიშვნელობაში,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

1. მხარეები ჩაატარებენ სხდომებს იმ პერიოდულობით, რომელსაც ისინი ჩათვლიან მიზანშეწონილად, რათა განახორციელონ კონსულტაციები ორმხრივ, რეგიონალურ და მრავალმხრივ საკითხებზე, რომლებიც მათ საერთო ინტერესებს წარმოადგენენ.

2. კონსულტაციები ჩატარდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მექსიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის.

3. კონსულტაციები ჩატარდება რიგრიგობით, საქართველოსა და მექსიკაში. კონსულტაციების ჩატარების დონე, თარიღი და სხდომების დღის წესრიგი წინასწარ განისაზღვრება დიპლომატიური არხებით.

4. მხარეებს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეუძლიათ შექმნან სამუშაო დგუფები ან საკუთარი შეხედულებისამებრ მიიზიდონ სპეციალისტები, განსაბილველი საკითხების ხასიათიდან გამომდინარე.

5. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი შეავსებს მხარეებს შორის კავშირების უკვე არსებულ ფორმებს და გაააქტიურებს დიალოგს დიპლომატიური არხების დადგენილ ჩვეულ ჩარჩოებში.

6. წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან. იგი მოქმედებს 5 წლის ვადით და ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით, თუ რომელიმე მხარე დიპლომატიური არხებით, წერილობითი ფორმით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავის განზრახვას შეწყვიტოს მისი მოქმედება მორიგი პერიოდის ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე.

შესრულებულია ქ. თბილისში, 1996 წლის 14 მარტს, ორ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ და ესპანურ ენებზე. ამასთან ორივე ტექსტს თანაბარი ძალა აქვს.

საქართველოს მთავრობის სახელით

საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი

(ხელმოწერილია)

მექსიკის შეერთებული შტატების მთავრობის სახელით

 - ელჩი აბელარდო ტრევინიო

(ხელმოწერილია)

კრებსითი — სრული ვერსია