"უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქორტოპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის" დამტკიცების შესახებ" საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
4148-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2011-02-08
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-16
სარეგისტრაციო კოდი
470230000.09.001.016030
"უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქორტოპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის" დამტკიცების შესახებ" საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტის დადგენილება

„უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

მუხლი 1. „უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №82, 6.08.2003, მუხ. 727) თანდართული ნუსხის შენიშვნების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ ცხრილით გათვალისწინებულ ფსიქოტროპულ ნივთიერებათა ჩამონათვალს მიეკუთვნება მხოლოდ სუფთა ნივთიერებები (სუბსტანციები) და არა მათი წამლის ფორმები, გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების – თიანეპტინის შემცველი პრეპარატებისა.“.

მუხლი 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე დ . ბაქრაძე

თბილისი,

2011 წლის 8 თებერვალი.

№4148–Iს

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია