საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ” ქვეპუნქტი:
„უ) საქართველოს საბიუჯეტო დაწესებულებები, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე სარჩელებზე სხვადასხვა სახის დავალიანებათა შედეგად ბიუჯეტში თანხების გადახდევინების შესახებ”.
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1999 წლის 8 სექტემბერი.
№2367–Iს