"თვითმმართველი ერთეულის - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 ნოემბრის №47 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
08
მიმღები ორგანო
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-02-11
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-25
სარეგისტრაციო კოდი
040110030.35.133.016026
"თვითმმართველი ერთეულის - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 ნოემბრის №47 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №08

2011 წლის 11 თებერვალი

დაბა ხელვაჩაური

„თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 ნოემბრის №47 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. „თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 2 ნოემბრის №47 დადგენილებით (სსმ V, №51, 16.11.2010 წ., გვ. 81–95) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-5 მუხლის:

ა.ა) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირთა რეესტრიდან.“;

ა.ბ) მე-11 პუნქტი ამოღებული იქნეს.

ბ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებული იქნეს.

გ) მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში უპირობო და საბანკო გარანტიის ან/და ბეს თანხა სრულად ირიცხება თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში.‘’.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                            მ. ფარტენაძე

კრებსითი — სრული ვერსია