„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
05
მიმღები ორგანო
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-02-11
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-25
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.133.016023
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №05

2011 წლის 11 თებერვალი

დაბა ხელვაჩაური

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკი­ცე­ბის შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №14 დად­გენილებით (გაზეთი „აჭარა“, №26, 06,03,2010 წ., გვ. 23) დამტკიცებულ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლი­ლებები:

ა) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7

ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის და კაპიტალური მშენებლობის სფეროს მომსახურება, რეაბილიტაცია და განვითარება;

ბ) მუნიციპალიტეტის კაპიტალური მშენებლობის, ავარიული შენობა-ნაგებობის აღდგენის, რეკონსტრუქციის და გამაგრებითი სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით დასკვნების და წინადადებების შემუშავება;

გ) მუნიციპალიტეტის განათების და სანიაღვრე ქსელების ფუნქციონირების კოორდინაციის განხორციელება;

დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო ნიშნების, გზაჯვარედინის მარეგულირებელი შუქ­ნიშნების მოწესრიგება და გზებზე გამყოფი ზოლის გავლების კოორდინაცია;

ე) მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე შესყიდვის ობიექტების ტექნიკური ზედამ­ხედველობის განხორციელება და საჭიროების შემთხვევაში გამგეობის მიერ დაქირავებულ ტექ­ნიკურ ზედამხედველებზე კონტროლი. მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის საკითხებში ხელ­ვა­ჩაუ­რის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ჩატარებული სახელმწიფო შესყიდვებით გათ­ვალის­წინებული მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის სამუშაოების, მომსახურების მოცულობების, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სათანადო კონტროლის განხორციელება;

ვ) საჭიროების შემთხვევაში შენობა-ნაგებობების შეკეთება-რეაბილიტაციისათვის საჭირო დეფექტური აქტებისა და ხარჯთაღრიცხვის შემუშავება;

ზ) საინჟინრო-კომუნიკაციებისა და სპეციალური დანიშნულების შენობა-ნაგებობების განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი რეალიზაციის ორგანიზაცია;

თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამგებლის, გამგებლის მოადგილეებისა და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება.“;

ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8

მუნიციპალური კეთილმოწყობის განყოფილების ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობის პოლიტიკის, სტრატეგიისა და ტაქტიკის ფორმირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის პროექტთა მომზადება, ან მათი მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;

ბ) საინვესტიციო პროგრამების შემუშავება და მისი დანერგვა პრაქტიკაში;

გ) მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობის სფეროს პრობლემატიკისა და პროცესების კვლევა, დარგის განვითარებისათვის სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრა;

დ) მუნიციპალიტეტის ცალკეულ ტერიტორიათა კეთილმოწყობის სახელმძღვანელო წინადადებების დამუშავება, ან მათი მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება, მათი განხორციელების ხელშეწყობა და მონიტორინგი;

ე) საოჯახო-საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების და გაუვნებლობის უზრუნველყოფის კოორდინაცია;

ვ) მუნიციპალიტეტის მასშტაბით საცხოვრებელ სახლებში ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა; მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სექტორების განვითარება და რეაბილიტაციის პროექტების უზრუნველყოფა, დამტკიცებული პროგრამების რეალიზაცია;

ზ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი, კომუნალური ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებისა და განვითარების, სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

თ) საზოგადოების ინფორმირება დარგში არსებული მდგომარეობის, სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მწვანე საფარის, ტროტუარების, სკვერების, გა­რე განათების ობიექტების, სანიაღვრე არხების, წყალსაცავების, ხიდების, მცირე არქიტექტურული ფორ­მის შენობა-ნაგებობების, შადრევან-აუზების, ტყე-პარკების მოვლა-პატრონობა, გამწვანების და გაფორმების ღონის­ძიე­ბების განხორციელების უზრუნველყოფა;

 კ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ამოღება და კონტროლი დასუფთავებაზე;

ლ) სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების, პროექტების მომზადება და წარდგენა ზემდგომი ორგანოსადმი;

მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამგებლის, გამგებლის მოადგილეებისა და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე          მ. ფარტენაძე

    

კრებსითი — სრული ვერსია