საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №85
2011 წლის 15 თებერვალი
ქ. თბილისი
„ მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარ ღვევათა საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 994 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდა რ ღვევათა საქმის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 994 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2010, № 172, მუხლი 2552) დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 7. განცხადებასთან ერთად საგადასახადო ორგანოს უნდა წარედგინოს ის სსა, რომელიც ტარდება რეგისტრაციაში. ამასთან, საგადასახადო ორგანოს მიერ დაუშვებელია იმ დოკუმენტის ან ინფორმაციის მოთხოვნა, რომელიც არსებობს საგადასახადო ორგანოში. “ .
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი