"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
8
მიმღები ორგანო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
მიღების თარიღი
2011-02-11
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-16
სარეგისტრაციო კოდი
010320020.32.057.016029
"აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №8

2011 წლის 11 თებერვალი

 ქ. ბათუმი

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივნისის №28 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტო­ნომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიs ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად:

1 ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2010 წლის 17 ივ­ნისის №28 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“, №68, (23.283), 2010 წ. 24-25 ივნისი, გვ. 7-8) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვროს 111 (ას თერთმეტი) საშტატო ერთეულით.“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთა­ვ­რო­ბის აპარატის საშტატო ნუსხის მონიტორინგის დეპარტამენტის გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მონიტორინგის დეპარტამენტი

დეპარტამენტის უფროსი

1

მთავარი სპეციალისტი

5

                                                                                                                                         “.

 2. დადგენილებით დამტკიცებული საშტატო ერთეულების დაფინანსება განხორ­ცი­ელდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისათვის გამოყოფილი შესაბა­მი­სი ასიგნებიდან.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ                               (ვ. ბოლქვაძე) უზრუნველყოს საშტატო რიცხოვნობის მატებასთან დაკავშირებული საკით­ხის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2011 წლის რესპუბლიკურ ბიუ­ჯეტ­ის ფორმირებისას გათვალისწინება.

4. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მთავრობის თავმჯდომარე            ლ. ვარშალომიძე

კრებსითი — სრული ვერსია