,,გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ოქტომბრის N44 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
11
მიმღები ორგანო
გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-02-14
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-22
სარეგისტრაციო კოდი
240120100.35.148.016044
,,გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ოქტომბრის N44 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 11

2011 წლის 14 თებერვალი

ქ. გორი

,,გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ოქტომბრის №44 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

1. ,,გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 ოქტომბრის №44 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„8. აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვროს რეკლამის საშუალების ერთ კვადრატულ მეტრზე 10 ლარის ოდენობით, ყოველთვიურად“.

„9. რეკლამის საშუალების ერთ კვადრატულ მეტრზე ნაკლებობის შემთხვევაში რეკლამის საფასური განისაზღვრება ერთ კვადრატულ მეტრზე თვეში გადასახდელი საფასურის ოდენობით.“.

„10. ნებართვის მიმღები ვალდებულია, რეკლამის განუთავსებლობის შემთხვევაში (აუქციონის ჩატარების მომენტისათვის არსებულ ან/და შემდგომში დამატებულ რეკლამის განთავსების ადგილების მიხედვით), ერთ კვადრატულ მეტრზე გადაიხადოს 5 ლარი, ყოველთვიურად.“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის

მოადგილე  თ. ხაჩიური

 

 

 

      

კრებსითი — სრული ვერსია