ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 დეკემბრის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საკუთრების მოწმობის ტიპიური ფორმის დამტკიცების შესახებ" №44 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
8
მიმღები ორგანო
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-02-09
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-23
სარეგისტრაციო კოდი
040110030.35.113.016033
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 დეკემბრის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საკუთრების მოწმობის ტიპიური ფორმის დამტკიცების შესახებ" №44 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 დადგენილება №8

2011 წლის 9 თებერვალი

ქ. ოზურგეთი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 დეკემბრის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საკუთრების მოწმობის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ.“ №44 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, საკრებულომ: დაადგინა

1. შევიდეს ცვლილებები და დამატებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 1 დეკემბრის „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საკუთრების მოწმობის ტიპიური ფორმის დამტკიცების შესახებ“ №44 დადგენილებაში (სსმ V, 16.12.2010წ.) და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით (დანართი თან ერთვის).

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ა. მამეშვილი

დანართი 1

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა

ეძლევა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(მესაკუთრე, მისამართი)

––––––––––––––––––––––––––მასზე, რომ მას გადაეცა საკუთრებაში

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(ობიექტის დასახელება და ობიექტის მისამართი)

მიწის ფართობი –––––––––––––––––––– კვ.

მეტრი,––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––(მიწათსარგებლობის ფორმა)

შენობა-ნაგებობა –––––––––––––––––––– კვ. მეტრი.

საფუძველი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააუქციონო კომისიის საჯარო აუქციონის შედეგების ოქმი № ––––––– 20 წლის ,,–––––’’ ,,––––––––––––––––––––’’, საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი (დაპირება) №––––––– 20 წლის ,,–––––’’ ,,––––––––––––––––––––’’, და მიღება-ჩაბარების აქტი 20 წლის ,,–––––’’,, –––––––––––’’,

მოწმობა შედგენილია სამ ეგზემპლარად, ორი ეგზემპლარი გადაეცემა მყიდველს, ხოლო ერთი ეგზემპლარი რჩება გამყიდველს.

მოწმობა ძალაშია აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმთან (დაპირებასთან) და მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად, რომელიც წარმოადგენს მოწმობის განუყოფელ ნაწილს.

გაცემულია 20 წლის ,,–––––’’ ,, ––––––––––––––––––––’’

უფლებამოსილი პირის ხელმოწერა /-----------------/ /------------------------------------–/“.

                       ხელმოწერა                       სახელი, გვარი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია