„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს ორგანული კანონი
დოკუმენტის ნომერი
2357
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1999-07-23
გამოქვეყნების თარიღი
1999-08-04
სარეგისტრაციო კოდი
110.050.000.04.001.000.674
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997) 49-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. მოსამართლის სხვა სასამართლოში გამწესების შემთხვევაში, ახალ თანამდებობაზე მისი სამოსამართლო უფლებამოსილების დაწყებამდე, იგი არ შეიძლება ჩამოცილებულ იქნეს იმ საქმის განხილვისაგან, რომელიც მის წარმოებაში იყო სხვა სასამართლოში გამწესების დროს“.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1999 წლის 23 ივლისი.

№2357–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია