"სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის 2011 წლის სახელწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №417 დადგენილება ში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
69
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-02-08
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-15
სარეგისტრაციო კოდი
280120000.10.003.016230
"სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის 2011 წლის სახელწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №417 დადგენილება ში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება № 69

2011 წლის 8 თებერვალი

ქ . თბილისი

„სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №417 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სამედიცინო-სო­ციალურ ექსპერტიზაზე კონტროლის 2011 წლის სახელმწიფო პროგ­რამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №417 დადგენილებით  (სსმ III, 2010 წელი, №172) დამტკიცებულ „სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე კო­ნ­ტ­როლის 2011 წლის სახელმწიფო პროგრამაში“ შეტანილ იქნეს ცვლი­ლება და მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ცი­ით:

     „მუხლი 2. პროგრამით განსახორციელებელი ღონისძიებები

1. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სამედიცინო-სო­ცია­ლური ექსპერტიზის ჩატარებაზე უფლებამოსილი დაწე­სე­ბუ­­ლების მიერ არასწორად გაცემული დასკვნის გამოსავლენად სა­მედიცინო გადამოწმების მიზნით შეზღუდული შესაძ­ლებ­ლო­ბ­ის მქონე პირის გამოკვლევა პროგრამის მე-4 მუხლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით განსაზღვრული მიმწოდებლის  მიერ. ამასთან, სამედი­ცი­ნო დიაგნოზის გადამოწმების მიზნით პირის გამოკვლევა დაუშვებელია იმავე სამედიცინო დაწესებულების მიერ, რომელმაც ამ პირს მიანიჭა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტა­ტუსი.

2. პროგრამა ასევე მოიცავს „სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზაზე 2010 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლებისათვის 2010 წლის დეკემბრის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს აუნაზღაურებელი ნაწილის გადახდას.“.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი     ნ . გილაური

კრებსითი — სრული ვერსია