"საქართველოს ტრანპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
68
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-02-08
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-15
სარეგისტრაციო კოდი
010220030.10.003.016229
"საქართველოს ტრანპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №68

2011 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის დარგების პოლიტიკის შემმუშავებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 21 მარტის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება­მო­სილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კა­ნონ­­­ში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ 2010 წლის 29 ივ­ნისის საქართველოს კანონის (№3153-რს) პირველი მუხლის ,,ა“ ქვე­პუნქტის, მე-2 მუხლის მე-10 პუნქტისა და „ნორ­მატიული აქ­ტე­ბის შესახებ“ საქართვე­ლოს კა­ნო­ნის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „საქარ­თვე­ლოს ტრანსპორტისა და კავ­შირ­­გაბმუ­ლო­ბის დარგების პოლი­ტიკის შე­მ­მუშავებელი კომისიის შექმ­ნის შე­სახებ“ საქართვე­ლოს მთავ­რო­ბის 2005 წლის 21 მარ­ტის №56 დად­გენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №35, მუხლი 356) შე­ტანილ იქნეს ცვ­ლი­ლება და მე-3 პუნქტი ჩამოყალიბ­დეს შემდეგი რედაქ­ციით:

„3. დადგენილების შესრულების კონტროლი განახორ­ციე­ლოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მი­ნისტრმა ვ. ქობალიამ.“.  

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი       ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია