„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 24 ივლისის №56 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
08
მიმღები ორგანო
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-02-09
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-16
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.025.016005
„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 24 ივლისის №56 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №08

2011 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

„ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 24 ივლისის № 56 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 24 ივლისის № 56 ბრძანებით (სსმ III, 31.07.2009, № 95 მუხ. 1010) დამტკიცებული „ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურსის ჩატარების წესში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ამოღებულ იქნეს მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ ბ” ქვეპუნქტი.

ბ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. საბუთების წარდგენა კონკურსში მონაწილეობისათვის

1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა საქართველოს ენერგეტიკის სამინისრტოში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება დაწესებულების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სახელზე;

ბ) ავტობიოგრაფია ან Curriculum Vitae (CV);

გ) განათლებისა ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ხეთაგური

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია