,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
70
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2011-02-10
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-11
სარეგისტრაციო კოდი
140010000.08.002.016157
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №70

2011 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძ ა ნებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძ ა ნებულებით (სსმ III , 2004 წ., №152, მუხ.1389) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და     21-ე პუნქტის:

ა) ,,უ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,უ) სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს სუფსის ნავთობის ტერმინ ა ლ ი ს , ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მაგისტრალური ნავთობსადენისა და ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთის დაცვასა და უსაფრთხოებას, აგრეთვე მათი ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვისა და კომპეტენციის ფარგლებში კონტრტერორისტული და კონტრდაზვერვითი კომპლექსური ღ ონისძიებების განხორციელებას;”;

ბ) ,,ქ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ქ) საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი სამმართველო უზრუნველყოფს დონორ სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქ ვ ეყნების შესაბამის უწყებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარებასა და სტრატეგიული პროექტების განხორციელებას (ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან საკანონმდებლო ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა).”.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ . სააკაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია