,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
68
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2011-02-10
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-11
სარეგისტრაციო კოდი
120340000.08.002.016155
,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №68

2011 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609  ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების თაობაზე“  საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით (სსმ III, 1998 წ., №3, მუხ. 73) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები  და პირველი თავის:

ა) მე-2 პუნქტში სიტყვები: ,,მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის“;

ბ) 21 პუნქტში სიტყვები: ,,მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში“ შეიცვალოს სიტყვებით: ,,მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია