„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის სარკებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
61
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
მიღების თარიღი
2011-02-09
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-11
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.160.016044
„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის სარკებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს

დადგენილება №61

 2011 წლის 9 თებერვალი

ქ. რუსთავი

„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

შევიდეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებულ „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს დებულებაში“ და მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„ქ1. გასცემს მშენებლობის ნებართვას და შენობა-ნაგებობის ვარგისიანად აღიარების (ექსპლუატაციაში მიღების) აქტს მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მომზადებული დასკვნის საფუძველზე, ან აღნიშნული უფლებამოსილების განხორცილებას, სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ავალებს ერთ-ერთ მოადგილეს. ზემოხსენებული დასკვნა წარმოადგენს მშენებლობის ნებართვის განუყოფელ ნაწილს“.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                        კახა ბარათაშვილი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია