„საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის №32/42 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
22/42
მიმღები ორგანო
საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე
მიღების თარიღი
2011-02-10
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-14
სარეგისტრაციო კოდი
010320000.20.013.016003
„საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის №32/42 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის

ბრძანება № 22/42

2011 წლის 10 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის №32/42 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2009 წლის 12 მარტის №32/42 ბრძანებით (სსმ III, 12.03.2009 წ., №28, მუხ.359) დამტკიცებულ „საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე- 10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „ მუხლი 10. აუდიტის განმახორციელებელი კონტროლის პალატის მოსამსახურეები

აუდიტის განხორციელები ს უფლება აქვთ აუდიტის დეპარტამენტის უფროს ს და მის მოადგილეს , აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში კონტროლის პალატების თავმჯდომარეებ ს და მათ მოადგილეებ ს , მთავარ აუდიტორ ს , უფროს აუდიტორ ს, აუდიტორ ს , აუდიტორ-ასისტენტს, აუდიტორ-სტაჟიორ სა და საქართველოს კონტროლის პალატის სხვა მოსამსახურეს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის დავალებით . “.

2. მე- 14 მუხლის მე- 8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 8. აუდიტს ატარებს საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტის ჯგუფი, რომლის შემადგენლობას შეარჩევს აუდიტის განმახორციელებელი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, როგორც წესი, მის დაქვემდებარებაში მყოფი აუდიტორებისა და აუდიტორ-სტაჟიორებისაგან . “.

3. მე- 15 მუხლის მე- 5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 5. აუდიტის ჩატარებისათვის განსაზღვრულ ვადაში დგება აუდიტის აქტი, რომელსაც ხელს აწერენ აუდიტის ჯგუფის უფროსი და ჯგუფის წევრები (გარდა აუდიტორ-სტაჟიორისა) . აუდიტის აქტს დეპარტამენტის უფროსი (მოადგილე) გასაცნობად გადასცემს აუდიტის ობიექტს. “.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ . ბეჟაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია