`საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2009 წლის 10 ივნისის №74 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
14
მიმღები ორგანო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი
2011-02-09
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-10
სარეგისტრაციო კოდი
010320040.22.029.016014
`საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2009 წლის 10 ივნისის №74 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ბრძანება №14

2011 წლის 9 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2009 წლის 10 ივნისის №74 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ 2010 წლის 21 ივლისის №3549 საქართველოს კანონის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2009 წლის 10 ივნისის №74 ბრძანების (სსმ III, 17.06.2009, №73, მუხ. 801) პირველი პუნქტით დამტკიცებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს დებულება შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. იგი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესებს.“.

2. დებულების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად მაღალკვალიფიციური კადრების შერჩევა.“.

3. დებულების მე-11 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

5. დებულების VI თავი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კ. სუბელიანი

 

 

კრებსითი — სრული ვერსია