საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
114
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
1996-02-20
გამოქვეყნების თარიღი
1996-03-09
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

 საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და  დამატებების შეტანის თაობაზე

I. საქართველოს პარლამენტი ადგენს:

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებით შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები შემდეგ საკანონმდებლო აქტებში:

1. „ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., N16, მუხ.304) 24-ე მუხლს დაემატოს სიტყვები „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს“. 

2. „სამხედრო და სპეციალური წოდებებისა და დიპლომატიური რანგების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1993 წ., №6, მუხ. 99) მე-13 მუხლში სიტყვების „უმცროს და უფროს ოფიცერთა შემადგენლობის წოდებებს ანიჭებს შინაგან საქმეთა მინისტრი“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი“.

3. „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1995 წ., №1-2, მუხ.34) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ პუნქტი:

„დ) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური".

4. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 117-ე მუხლს (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №1, მუხ. 11) დაემატოს შემდეგი შინააარსის მე-9 პუნქტი:

„9) სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური - ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამუშაო, მუდმივ ან დროებით ადგილსამყოფელ ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულთა საქმეებზე, აგრეთვე ამ სამსახურის მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი სამსახურის შესრულების დადგენილი წესის საწინააღმდეგო დანაშაულთა საქმეებზე".

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                              ე. შევარდნაძე. 

თბილისი,

1996 წლის 20 თებერვალი.

№114

კრებსითი — სრული ვერსია