საქართველოს კანონი
„აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოთა განსჯადობისა და სისხლის სამართლის საქმეებზე საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. საქართველოს პარლამენტი ადგენს:
„აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოთა განსჯადობისა და სისხლის სამართლის საქმეებზე საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვები „47-ე მუხლის მე-5 და მე-7 ნაწილებით“ შეიცვალოს სიტყვებით „46-ე მუხლის მე-8 ნაწილით.“.
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
1999 წლის 22 ივლისი.
№2318–რს