საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №61
2011 წლის 7 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 დეკემბრის №1048 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 14 დეკემბრის №1048 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №145, მუხ. 1614) დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5.
1. დასაბრუნებელი მოწმობის გამცემი ორგანოებია:
ა) დიპლომატიური წარმომადგენლობა;
ბ) საკონსულო დაწესებულება.
2. საჭიროების შემთხვევაში, დასაბრუნებელ მოწმობას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, გასცემს საკონსულო დეპარტამენტი.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი