,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
62
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2011-02-07
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-09
სარეგისტრაციო კოდი
120340000.08.002.016152
,,სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №62

2011 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

„ სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

1.  „ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 20 დეკემბრის №676 ბრძანებულებით (სსმ III, 1999 წ., №69 (76) მუხ. 1064) დამტკიცებულ წესში შეტანილი იქნეს შემდეგი დამატებები:

ა)  წესის 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„ 3.     არასამხედრო გემის შემოწმებისა და დაკავების შესახებ ოქმების შევსების წესი განისაზღვრება №6 დანართის შესაბამისად.” ;

ბ)  წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №6:

„ დანართი №6

არასამხედრო გემის შემოწმებისა და დაკავების შესახებ

ოქმების შევსების წესი

    მუხლი 1

ეს წესი განსაზღვრავს არასამხედრო გემის შემოწმებისა და დაკავების შესახებ ოქმების შევსების, აგრეთვე ოქმის შინაარსის გამო შენიშვნის გაკეთების სამართლებრივ საფუძვლებს.

    მუხლი 2

1.  არასამხედრო გემის შემოწმებისა და დაკავების შესახებ ოქმების ფორმები (ფორმა № 1 და ფორმა № 2) ივსება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოს თანამშრომლის (შემდეგში – უფლებამოსილი თანამშრომელი) მიერ.

2. არასამხედრო გემის შემოწმებისა და დაკავების შესახებ ოქმების ფორმები ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ თანამშრომელს, ხოლო მეორე გადაეცემა არასამხედრო გემის კაპიტანს.

    მუხლი 3

1.  არასამხედრო გემის შემოწმების შესახებ ოქმი უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ივსება იმ შემთხვევაში, თუ:

ა)  არასამხედრო გემის შემოწმების შედეგად არ იქნა აღმოჩენილი სამართალდარღვევა;

ბ)  ჩადენილი სამართალდარღვევა არ არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემდებარე;

გ)  ჩადენილი სამართალდარღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული არასამხედრო გემის დაკავება.

2.  ამ მუხლის პირველი პუნქტის „ ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, არასამხედრო გემის შემოწმების მასალები დაუყოვ ნებლივ ეგზავნება საქმის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს.

    მუხლი 4

არასამხედრო გემის შემოწმების შესახებ ოქმის (ფორმა №1):

ა)  პირველ და მე-2 პუნქტებში აღინიშნება ოქმის შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) და ადგილი;

ბ)  მე-3 პუნქტში აღ ი ნიშნება უფლებამოსილი თანამშრომლის სახელი, გვარი და თანამდებობა;

გ)  მე-4 პუნქტის „ ა-ვ” ქვეპუნქტებში მიეთითება მონაცემები არასამხედრო გემის შესახებ;

დ)     მე-5 პუნქტის „ ა-დ” ქვეპუნქტებში მიეთითება არასამხედრო გემის კაპიტნის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია, ნომერი ან პირადი ნომერი;

ე)  მე-6 პუნქტში აღინიშნება არასამხედრო გემის შემოწმების ადგილი (საქართველოს საზღვაო სივრცეში კონკრეტული საზღვაო რაიონი და გეოგრაფიული კოორდინატები), დრო და შედეგები;

ვ)  მე-7 პუნქტში მიეთითება თარჯიმნის სახელი, გვარი და მისამართი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) მე-8 პუნქტში მიეთითება მონაცემები ოქმზე დართული დოკუმენტების თაობაზე.

    მუხლი 5

1.  არასამხედრო გემის დაკავების შესახებ ოქმის (ფორმა №2) პირველი-მე-5, მე-7 და მე-8 პუნქტების შევსებისას გამოიყენება არასამხედრო გემის შემოწმების შესახებ ოქმის შევსებისათვის დადგენილი წესები, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული .

2.  არასამხედრო გემის დაკავების შესახებ ოქმის მე-6 პუნქტში აღინიშნება არასამხედრო გემის დაკავების ადგილი (საქართველოს საზღვაო სივრცეში კონკრეტული საზღვაო რაიონი და გეოგრაფიული კოორდინატები), დრო და საფუძველი.

    მუხლი 6

1. თუ შემოწმებული ან დაკავებული არასამხედრო გემის კაპიტანს უფლებამოსილი თანამშრომლის მოქმედება არამართებულად მიაჩნია ან არ ეთანხმება შემოწმების ან დაკავების შესახებ ოქმის შინაარსს, მას უფლება აქვს გააკეთოს შენიშვნა თვით ოქმში ან ოქმისათვის დართულ დოკუმენტზე.

2. თუ არასამხედრო გემის კაპიტანი ხელს არ აწერს არასამხედრო გემის შემოწმების ან დაკავების შესახებ ოქმს, უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

ფორმა №1

არასამხედრო გემის შემოწმების შესახებ ოქმი

1. _____________________________________        2. __________________________ _______

        შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)                                          შედგენის ადგილი

3. ______________________________________________________________________________

              ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი თანამშრომლის სახელი, გვარი, თანამდებობა

________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________

4. არასამხედრო გემის: ა) ______________________ ბ) _________________________________

 მოდელი (ტიპი)                          დასახელება (სარეგისტრაციო №)

გ) ________________ დ) __________________ ე) _______________ ვ) ____________________

              დროშა                                     IMO-ს ნომერი                       საძახისი                მიწერის ნავსადგური

5. გემის კაპიტნის: ა) __________________________________ ბ) _______________________

                                                                      სახელი, გვარი                                         დაბადების თარიღი

გ ) ________________ დ ) __________________________________________________________

 მოქალაქეობა                 პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და № ან პირადი №

6. არასამხედრო გემის შემოწმების ადგილი , დრო და შედეგები :

_______________________________________________________________________________

7. __________________________________________________________________ ___________

 ________________________________________________________________________ __ _____

თარჯიმნის სახელი, გვარი და მისამართი

________________________________________________________________________________

  8. ოქმს თან ერთვის :

_______________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

  ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი თანამშრომელი _____________ _________

 ხელმოწერა

გემის კაპიტანი _________________________________________________________________

ხელმოწერა (ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა)

თარჯიმანი : ____________________

                                      ხელმოწერა

ფორმა №2

არასამხედრო გემის დაკავების შესახებ ოქმი

1. _________________________________ _______      2. __________________________________

             შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)                                                 შედგენის ადგილი

3. ________________________________________________________________________________

 ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი თანამშრომლის სახელი, გვარი, თანამდებობა

__________________________________________________________________________________

__________________________________________________________________________________

4. არასამხედრო გემის: ა) __________________________          ბ) __________________________

 მოდელი (ტიპი)                                       დასახელება (სარეგისტრაციო №)

გ) __________________ დ) __________________ ე) ______________ ვ) ____________________

                         დროშა                              IMO-ს ნომერი                       საძახისი               მიწერის ნავსადგური

5. გემის კაპიტნის: ა) _____________________________________ ბ) _____________________

                                                                      სახელი, გვარი                                                დაბადების თარიღი

გ ) __________________ დ ) _________________________________________________________

                   მოქალაქეობა             პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერია და № ან პირადი №

6. არასამხედრო გემის დაკავების ადგილი, დრო და საფუძველი:

____________________________________________________________________ ____________

7 . __________________________________________________________________ ____________

  ____________________________________________________________________ ___________

თარჯიმნის სახელი, გვარი და მისამართი

__________________________________________________________________ ______________

8. ოქმს თან ერთვის:

____________________________________________________________________ ____________

____________________________________________________________________ ____________

____________________________________________________________________ ____________

ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი თანამშრომელი _____________ ___

  ხელმოწერა

გემის კაპიტანი _________________________________________________________________

 ხელმოწერა (ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარის აღნიშვნა)

თარჯიმანი : ____________________ ” .

                                             ხელმოწერა

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

მ. სააკაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია