საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №60
2011 წლის 4 თებერვალი
ქ. თბილისი
„წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №284 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის საკითხთა სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №284 ბრძანებულებაში (სსმ III, 2008 წ., №79, მუხ. 855) შეტანილ იქნეს დამატება და ბრძანებულების პირველ პუნქტში სიტყვების: „საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე – კომისიის წევრი“ შემდეგ დაემატოს სიტყვები: ,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი