აჟარის (ზემო აფხაზეთის ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 დეკემბრის №4 დადგენილებაში ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის)მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, ეთიკისა და იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
9
მიმღები ორგანო
აჟარის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-02-04
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-11
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.102.016020
აჟარის (ზემო აფხაზეთის ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 დეკემბრის №4 დადგენილებაში ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის)მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, ეთიკისა და იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილებების შეტანის თაობაზე

აჟარის (ზემო აფხაზეთის ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2011 წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

აჟარის (ზემო აფხაზეთის ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 დეკემბრის №4 დადგენილებაში ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, ეთიკისა და იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

  1. შეტანილ იქნეს ცვლილებები აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 დეკემბრის №4 დადგენილებაში ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, ეთიკისა და იურიდიულ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ :     

 ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. კომისია იქმნება ამ დებულებით დადგენილი საკითხების საკრებულოში წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების კონტროლის მიზნით.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მ) განიხილავს და შეიმუშავებს წინადადებებს საკრებულოს დებულების (რეგლამენტის), საკრებულოს კომისიების, საკრებულოს აპარატის, გამგეობის (მერიის), გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების დებულებათა პროექტების და მათში ცვლილებების შეტანის საკითხებზე;“;

 გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ლ) განიხილავს და შეიმუშავებს წინადადებებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების და მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ; აკონტროლებს საკრებულოს მიერ ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების დაცვას და შესრულებას;“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                        ს. გურჩიანი

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია