"ხულოს თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №34 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
4
მიმღები ორგანო
ხულოს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-01-28
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-16
სარეგისტრაციო კოდი
040110000.35.136.016046
"ხულოს თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №34 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2011 წლის 28 იანვარი

დ. ხულო

 „ხულოს თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №34 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

      მუხლი 1

„ხულოს თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვის და ქონებით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 ნოემბრის №34 დადგენილებაში (სსმ V, №63, 13.20.2010 წ., გვ. 124-138) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული წესის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:“:.

2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-6 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „8. გამყიდველი აუქციონის ორგანიზების მიზნით ქმნის მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიას, რომელშიც შედიან კომისიის თავმჯდომარე, აუქციონატორი, რეგისტრატორი, კომისიის მდივანი და სააუქციონო კომისიის წევრები. აღნიშნული კომისია გამყიდველის სახელით ადგენს აუქციონში გამარჯვებულის დამადასტურებელ ოქმს (ადმინისტრაციულ დაპირებას)“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                 ნ. თავართქილაძე

 

კრებსითი — სრული ვერსია