საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება № 24
2011 წლის 4 თებერვალი
ქ. თბილისი
„ საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის № 252 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე- 4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ :
მუხლი 1. „ საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 7 ნოემბრის № 252 ბრძანებით (სსმ III, 2008 წ., № 161, მუხ.1625) დამტკიცებული დებულების მე- 6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მთავარი პროკურატურის აპარატის ამოცანებია: მთავარი პროკურორისათვის საორგანიზაციო საქმიანობის განხორციელება; მთავარი პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებისა და ქვემდგომი პროკურატურების მიერ საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მინისტრის ბრძანებების, მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებების, განკარგულებების, აგრეთვე სხვა საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი; პროკურატურის სისტემაში საორგანიზაციო საქმიანობის ხელმძღვანელობა და კოორდინაცია; მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა, მთავარი პროკურორის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება; პროკურატურის ორგანოების საქმიანობასთან დაკავშირებით ობიექტური საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის ხელშეწყობა; მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით, პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობის, მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; მთავარ პროკურორთან შეთანხმებით ან მისი დავალებით ბრიფინგების, პრესკონფერენციების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზება, საზოგადოებრივი პროექტების სხავადასხვა აქტივობების ორგანიზება და კოორდინაცია; პროკურატურის მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სხვადასხვა თემაზე სემინარების ორგანიზება, პროკურატურის სისტემაში სტაჟირებაზე მყოფი პირების ტრენინგი, სემინარების ორგანიზება საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ექსპერტებთან თანამშრომლობით; საქართველოს პროკურატურის საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავება; წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში პროკურატურის ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა; არაფინანსური აქტივების მიღების, აღრიცხვის, შენახვის, გაცემის და ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა; პროკურატურის ფუნქციონირებისათვის საჭირო კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურებისა და წარმომადგენლობითი ხარჯების ორგანიზება.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი