საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
544
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2000-10-11
გამოქვეყნების თარიღი
2000-10-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

I. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №32, 1997 წლის 24 ივლისი) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:

1. 43-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ. ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში გამარჯვებისა და საპრიზო ადგილების დაკავებისათვის სპორტსმენების და მათი მწვრთნელების მიერ მიღებული ფულადი და სხვა სახის ჯილდოები დაფინანსებული სახელმწიფოს მიერ.“.

2. 273-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბოლო წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1999 წლის 22 ივლისიდან ელექტროენერგიის გადაცემა და დისპეტჩერიზაცია დღგ-ით დაიბეგროს ამ მუხლით ელექტროენერგიის გამანაწილებელი საწარმოებისათვის დადგენილი წესით, ხოლო 2000 წლის 1 ოქტომბრიდან 2002 წლის 1 ივლისამდე – დღგ-ის ნულოვანი განაკვეთით, გარდა ელექტროენერგიის მომხმარებლისათვის (მათ შორის მომხმარებლისათვის, რომელიც ახდენს ელექტროენერგიის შემდგომ მიწოდებას) გაწეული მომსახურებისა“.

II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                              ე. შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 11 ოქტომბერი.

№544–Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია