"სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
22
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-02-03
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-04
სარეგისტრაციო კოდი
070010010.22.027.016093
"სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №22

2011 წლის 3 თებერვალი

ქ. თბილისი

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 30 სექტემბრის №221 ბრძანებით (სსმ III, 30.09.2008, №143, მუხ. 1423) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-10 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მარეგისტრირებელი, საგადასახადო, საბანკო, შინაგან საქმეთა და სხვა დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციები მოვალის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ (ამ სახის ინფორმაციები შეიძლება შეიცავდეს კონფიდენციალური ხასიათის საგადასახადო და კომერციულ ინფორმაციას, რომელიც კანონის შესაბამისად ითვლება სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას მოპოვებულ ინფორმაციად და მასზე მოქმედებს უკანონოდ გახმაურების, გადაცემისა და გავრცელების აკრძალვის ვალდებულება);“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია