საქართველოს კანონი
„შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტის და რეექსპორტის რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
I. „შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტის და რეექსპორტის რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ.35 ) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: „სპეციალური საბაჟო გადასახადის გადახდით,“.
2. მე-3 და მე-6 მუხლები ამოღებულ იქნეს.
II. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1999 წლის 20 ივლისი.
№2253–რს