საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №53
2011 წლის 2 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის №941 ბრძანებულებით (სსმ III, 2005 წ., №135, მუხ. 1486) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს დამატება და დებულების №2 დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ“ ქვეპუნქტი:
„ჰ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე – საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის თანამშრომლებს, არა უმეტეს 10 პირისა.“.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი