„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
76
მიმღები ორგანო
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი
2011-01-26
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-07
სარეგისტრაციო კოდი
010260030.35.123.016028
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს

დადგენილება № 76

2011 წლი ს 26 იანვარი

ქ. ქუთაისი                

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ “ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №67 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22- ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43- ე მუხლის მე- 2 პუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ ს აქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ “ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 29 დეკემბრის №67 დადგენილების № 1 დანართის (თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის დებულება) მე-2 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახურის სტრუქტურა შედგება უფროსის, უფროსის მოადგილის, კულტურის, სპორტის განყოფილებებისა და დარგის სპეციალისტებისაგან.“.

მუხლი 2 . დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე          ა. ხვადაგიანი

კრებსითი — სრული ვერსია