წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება № 3
201 1 წლის 27 იანვა რი
ქ. წყალტუბო
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის შესაბამისად , წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:
1. ბათილად გამოცხადდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 დეკემბრის №82 დადგენილება (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებ- გვერდი www.matsne.gov.ge სარეგისტრაციო ნომერი 010250020.35.122.016044 თარიღი 05.01.2011 წელი). „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №31 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე .
2. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №31 დადგენილებაში (სსმ V, 12.08.2010 წ, №10, მუხლი215) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“
ბ) დადგენილების პირველ პუნქტში ნაცვლად სიტყვებისა: „დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება (თან ერთვის)“, ჩაიწეროს სიტყვები: „დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება (თან ერთვის)“;
გ) დადგენილების №1 დანართში სათაურის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება“ ნაცვლად ჩაიწეროს სიტყვები „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება“;
დ) დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახური (შემდგომში _ სამსახური), წარმოადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ხანძრის თავიდან აცილებას, ჩაქრობას და საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას“.
ე) დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ახორციელებენ მშენებლობადამთავრებულ (რეკონსტრუირებული) ობიექტებზე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების და მოწყობილობების გამოცდას და სათანადო აქტების გაფორმებას“;
ვ) ამოღებულ იქნეს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი.
3 . კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, ეთიკის ა და ადამიანის უფლებების დაცვის კომისი ას (გიორგი შუბლაძე).
4 . დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11), კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5 . დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე მ . საღარეიშვილი