,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპიური ფორმის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 10 დეკემბრის №63 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
3
მიმღები ორგანო
ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-01-28
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-08
სარეგისტრაციო კოდი
040110030.35.116.016033
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპიური ფორმის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 10 დეკემბრის №63 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2011 წლის 28 იანვარი

ქ. ცაგერი

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 10 დეკემბრის №63 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 10 დეკემბრის №63 დადგენილებაში (სსმ V, 24.12.2010) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქონების პრივატიზებისას პირობის გარეშე გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი“.

2. დადგენილების დანართი №2-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქონების პრივატიზებისას პირობით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი“.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

საკრებულოს თავმჯდომარე                            მ. ლეთოდიანი

კრებსითი — სრული ვერსია