"ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 აგვისტოს №44 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
2
მიმღები ორგანო
ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-01-28
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-08
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.116.016032
"ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 აგვისტოს №44 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება № 2

2011 წლის 28 იანვარი

ქ. ცაგერი

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 აგვისტოს №44 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად ,,ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 6 აგვისტოს №44 დადგენილებაში (სსმ V, 25. 08. 2010) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების დანართი №1-ის 1-ლი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისია (შემდგომ – კომისია) წარმოადგენს საკრებულოს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც უზრუნველყოფს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებას.“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                    მ. ლეთოდიანი

კრებსითი — სრული ვერსია