"საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სამოქლაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
18
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2011-01-31
გამოქვეყნების თარიღი
2011-01-31
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.027.016089
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სამოქლაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება № 18

2011 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

 „ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის      30 იანვრის № 209 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის №209 ბრძანებით (სსმ III, 2006წ., №12, მუხ. 138) დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტოსთან იქმნება მოქალაქეობის საკითხთა კომისია, რომლის წევრებს ნიშნავს სააგენტოს თავმჯდომარე. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის წევრების საქმიანობა ანაზღაურებადია და , გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით დანიშნული კომისიის წევრის საქმიანობისა, ფინანსდება სააგენტოს სახსრებიდან.”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია