ქალაქ თბილისის საკრებულოს
გადაწყვეტილება №1- 11
2011 წლის 28 იანვარი
ქ. თბილისი
„ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად უფლებამოსილებათა მინიჭების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 იანვრის №1-1 გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა: ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქ. თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად უფლებამოსილებათა მინიჭების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 იანვრის №1-1 გადაწყვეტილება.
2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. სამადაშვილი