საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №38
2011 წლის 31 იანვარი
ქ. თბილისი
„ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟიორის უფლებამოსილებების, შერჩევის და სამსახურის გავლის პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 10 სექტემბრის № 718 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სტაჟიორის უფლებამოსილებების, შერჩევის და სამსახურის გავლის პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 10 სექტემბრის № 718 ბრძანებით (სსმ III, 10.09.10, № 115, მუხლი 1725) დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 2. კონკურსის ჩატარების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს კონკურსის მოსამზადებლად აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას, მათ შორის, კანდიდატთა განაცხადების მიღებას, დამუშავებას და კომისიისათვის წარდგენას.“ .
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 31 იანვრიდან.
კ. ბაინდურაშვილი