საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №46
2011 წლის 28 იანვარი
ქ. თბილისი
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №38, მუხ. №308) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის:
ა.ა) ,,ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) ფინანსების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი;“;
ა.ბ) ,,ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის:
ბ.ა) ,,ე” ქვეპუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ე) ფინანსების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტი:“;
ბ.ბ) ,,ე“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე.ვ“ და ,,ე.ზ“ ქვეპუნქტები:
,,ე.ვ) ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვას სამინისტროს საჭიროებისათვის;
ე.ზ) ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვის საკონტრაქტო პირობების შესრულების მონიტორინგს კომპეტენციის ფარგლებში;“;
გ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი