ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
3
მიმღები ორგანო
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-01-28
გამოქვეყნების თარიღი
2011-03-28
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.127.016023
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2011 წლის 28 იანვარი

ქ. ზესტაფონი  

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „პ” ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის  „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლისა და საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანების თანახმად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა:

    მუხლი 1

დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის თანამდებობრივი სარგოები (დანართი №1).

    მუხლი 2

ძალადაკარგულად გამოცხადდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 27 მარტის №36 დადგენილება „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ”.

    მუხლი 3

 დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

   საკრებულოს თავმჯდომარე             მ. მასხარაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. ძალადაკარგულია - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2011 წლის 28 მარტის დადგენილება №13 – ვებგვერდი, 01.04.2011წ.

დანართი 1

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის თანამდებობრივი სარგოები

 

№

თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი სარგო (ლარი)

1

სამსახურის უფროსი

700

2

მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილების უფროსი (მუნიციპალიტეტის მთავარი არქიტექტორი)

500

3

მთავარი სპეციალისტი მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში (არქიტექტორი)

 

420

4

მთავარი სპეციალისტი მშენებლობაზე ზედამხედველობის საკითხებში (არქმშენინსპექცია)

420

5

მთავარი სპეციალისტი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საკითხებში

420

6

მთავარი სპეციალისტი ქონებისა და მიწის მართვის საკითხებში

420

7

მთავარი სპეციალისტი გზებისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში

420

8

მთავარი სპეციალისტი ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების საკითხებში

420

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია