"ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №24 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
2
მიმღები ორგანო
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-01-28
გამოქვეყნების თარიღი
2011-02-07
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.127.016022
"ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №24 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2011 წლის 28 იანვარი

ქ. ზესტაფონი

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა დაა ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №24 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილებები „ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №24 დადგენილებით (სსმ V, 04,08.2010 წ., მუხლი 65) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით:

 „ 2. სამსახური აერთიანებს:

ა) მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილება:

ა.ა. მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილების უფროსი (მუნიციპალიტეტის მთავარი არქიტექტორი);

ა.ბ. მთავარი სპეციალისტი მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში (არქიტექტორი);

ა.გ. მთავარი სპეციალისტი მშენებლობაზე ზედამხედველობის საკითხებში (არქმშენინსპექცია);

ბ) მთავარი სპეციალისტი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საკითხებში;

გ) მთავარი სპეციალისტი ქონებისა და მიწის მართვის საკითხებში;

დ) მთავარი სპეციალისტი გზებისა და ინფრასტრუქტურის საკითხებში;

ე) მთავარი სპეციალისტი ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების საკითხებში.''.

    მუხლი 2

კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელს.

    მუხლი 3

დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

საკრებულოს თავმჯდომარე          მ. მასხარაშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია