"ბავშვთა ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №373 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
29
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-01-21
გამოქვეყნების თარიღი
2011-01-27
სარეგისტრაციო კოდი
010220030.10.003.016190
"ბავშვთა ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №373 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №29

2011 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

„ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №373 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ბავშვზე ზრუნვის ალტერნატიული ფორმების განვითარების მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის №373 დადგენილებაში (სსმ III, 2010 წელი, №162, მუხლი 2290) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისია განსაზღვრავს ობიექტის მაქსიმალურ ფასს, ცალკეული მუნიციპალიტეტების მიხედვით, და ობიექტის შეფასების კრიტერიუმების წონებს, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით კრიტერიუმებსა და მათ წონებს. დამატებითი კრიტერიუმი შესაძლებელია გახდეს ობიექტის კონკურსიდან მოხსნის საფუძველი.”.

2. მე-2 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა (ან მისი ასლი) (ასეთის არსებობის შემთხვევაში);”;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადას განსაზღვრავს კომისია.”;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამდივნო უზრუნველყოფს წარდგენილი დოკუმენტაციის პირველად ექსპერტიზას, რაც გულისხმობს ობიექტის შესახებ საკონკურსო განაცხადში მოყვანილი ინფორმაციის საკონკურსო კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენას. განაცხადის საკონკურსო კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემთხვევაში, ამზადებს დოკუმენტაციას კომისიისათვის წარსადგენად. სამდივნო სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი პორტალის/ვებგვერდის საშუალებით უზრუნველყოფს დოკუმენტაციის პირველადი ექსპერტიზის შედეგების საჯაროობას.”.

3. მე-3 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. საკონკურსო კრიტერიუმები”;

ბ) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-2 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომისია აწარმოებს „კერძო სახლის” ტიპის ობიექტების პირველად შეფასებას შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:”.

4. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ტექნიკურ ექსპერტთა ჯგუფის დადებითი დასკვნის შესახებ პრეტენდენტს ეცნობება წერილობით. წერილობითი შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს 1 კვირაში პრეტენდენტი უზრუნველყოფს ობიექტის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის სააგენტოში წარდგენას (თუ აღნიშნული დოკუმენტი არ ყოფილა წარდგენილი საკონკურსო განაცხადთან ერთად).”.

5. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გამარჯვებულად მიიჩნევა საუკეთესო სარეიტინგო მაჩვენებლის მქონე ის ობიექტი, რომლის შესახებაც არსებობს ტექნიკურ ექსპერტთა ჯგუფის დადებითი დასკვნა და პრეტენდენტს წარდგენილი აქვს ამ ობიექტის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი.”.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი               ნ. გილაური

 

 

კრებსითი — სრული ვერსია