"სახელწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიული პირებად დაფუძნების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
28
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2011-01-21
გამოქვეყნების თარიღი
2011-01-27
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016189
"სახელწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიული პირებად დაფუძნების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №28

2011 წლის 21 იანვარი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებაში (სსმ III, 2006 წელი, №35, მუხლი 424) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-14 და მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. სსიპ _ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასთან” არსებული სსიპ – გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი.

15. სსიპ _ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასთან” არსებული სსიპ – რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტი.”.

2. მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„19. სსიპ _ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასთან” არსებული სსიპ – ფერდინანდ თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი.”.

3. 56-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„56. სსიპ _ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასთან” არსებული სსიპ – სოხუმის ილია ვეკუას ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი.”.

4. 62-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„62. სსიპ _ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტასთან” არსებული სსიპ _ ინსტიტუტი „ოპტიკა”.”.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                   ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია