საქართველოს მთავრობის
დადგენილება № 23
2011 წლის 21 იანვარი
ქ. თბილისი
„ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის № 39 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის № 39 დადგენილებაში (სსმ III, 2004 წ., № 54, მუხ. 462) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 31 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური