ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №6
2011 წლის 24 იანვარი
ქ. ქარელი
ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
შემოღებულ იქნას ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები:
1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის;
2. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის;
3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
მუხლი 2
1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს:
ა) ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის – ერთი ლარის ოდენობით;
ბ) ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისთვის საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – ხუთი ლარის ოდენობით.
[2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს:
ა) ერთ სულ მოსახლეზე 0,5 ლარის ოდენობით თვეში;
ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციების და დაწესებულებებისათვის:
| № | მოსაკრებლის გადამხდელი | ზომის ერთეული | მოსაკრებლის განაკვეთი თვეში(ლარი) |
| 1. | ოფისები,სააგენტოები,პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) | საერთო ფართის ერთი კვ.მ.
| 0,11 |
| 2. | პოლიკლინიკები,სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) | საერთო ფართის ერთი კვ.მ. | 0,11 |
| 3. | საავადმყოფოები(ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) | ერთი საწოლი | 0,31 |
| 4. | სასტუმროები (ინფრასტრუქტურის ფართზე შიდა მომსახურებისთვის მოსაკრებელი არ დაერიცხება) | ერთი საწოლი | 0,31 |
| 5. | სასურსათო მაღაზიები(სავაჭრო დარბაზი) შერეული | ფართის ერთი კვ.მ. | 0,21 |
| 6. | მაღაზიები და აფთიაქები(სავაჭრო დარბაზი) | ფართის ერთი კვ.მ. | 0,07 |
| 7. | რესტორნები, სასადილოები,კაფეები, ბარები და სხვა საზ. კვების ობიექტები | ერთი დასაჯდომი ადგილი | 0,65 |
| 8. | აბანოები და საუნები | ერთი კვ.მ. | 0,15 |
| 9. | სკოლები, კოლეჯები, ინსტიტუტები, საბავშვო ბაღები და ბაგა-ბაღები საგანმანათლებლო დაწესებულებები(ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) | ერთი მოსწავლე | 0,05 |
| 10. | თეატრები და კინოთეატრები | ერთი სავარძელი | 0,09 |
| 11. | დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო კლუბები | საერთო ფართის ერთი კვ.მ. | 0,15 |
| 12. | ვაგზლები, საავტომობილო და რკინიგზის სადგურები | საერთო ფართის ერთი კვ.მ. | 0,02 |
| 13. | ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები | საერთო ფართის ერთი კვ.მ. | 0,02 |
| 14. | მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები(ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) | საერთო ფართის ერთი კვ.მ. | 0,01 |
| 15. | საცხობები | სამუშაო ფართის ერთი კვ.მ. | 0,15 |
| 16. | ბაზრები | საერთო ფართის ერთი კვ.მ. | 0,1 |
| 17. | ა/მანქანების სარემონტო სადგურები, ტექ. მომსახურების ადგილები | ღია ფართის ერთი კვ.მ. | 0,01 |
| დახურული ფართის ერთი კვ.მ. | 0,11 | ||
| 18. | სადალაქოები და სილამაზის სალონები | საერთო ფართის ერთი კვ.მ. | 0,11 |
| 19. | ბენზინგასამართი და გაზგასამართი სადგურები | საერთო ფართის ერთი კვ.მ. | 0,05 |
| 20. | საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი | საერთო ფართის ერთი კვ.მ. | 0,01 |
| 21. | მსხვილი სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობები საწარმოო ნარჩენების გარდა | საერთო ფართის ერთი კვ.მ. | 0,03 |
| 22. | მცირე სამეწარმეო საქმიანობის შენობების შიგნით მიმდინარე წარმოების საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები | საერთო ფართის ერთი კვ.მ. | 0,2 |
| 23. | სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ტერიტორიები და მანეჟები(სატურნირო და სავარჯიშო ობიექტების გარდა) | ღია ფართის ერთი კვ.მ. | 0,01 |
| დახურული ფართის ერთი კვ.მ. | 0,05 | ||
| 24. | ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე (გარდა საცავებისა პროდუქციის ხანგრძლივი შენახვის დროით) | ღია ფართის ერთი კვ.მ. | 0,01 |
| დახურული ფართის ერთი კვ.მ. | 0,04 | ||
| 25. | საბანკეტო დარბაზები, დარბაზები სარიტუალო მომსახურებისათვის | ერთ დასაჯდომ ადგილზე | 0,47 |
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 18.10.2011 წ.)
3. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთები განისაზღვროს:
ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში 20000 ლარის ოდენობით;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2250 ლარის ოდენობით;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 45000 ლარის ოდენობით;
ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 7000 ლარის ოდენობით.
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 თებერვლის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 09.02.2011 წ.
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 მარტის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 16.03.2011 წ.
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 18.10.2011 წ.
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 04.01.2012 წ.
მუხლი 3
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.
მუხლი 4
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 თებერვლის №5 დადგენილება.
მუხლი 5
ეს დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საკრებულოს თავმჯდომარე პ. ღვინიაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 თებერვლის დადგენილება №7 - ვებგვერდი, 09.02.2011 წ.
2. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 4 მარტის დადგენილება №14 - ვებგვერდი, 16.03.2011 წ.
3. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №36 - ვებგვერდი, 18.10.2011 წ.
4. ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №45 - ვებგვერდი, 04.01.2012 წ.
5. ძალადაკარგულია - ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 10.01.2012 წ.