"სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
2
მიმღები ორგანო
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-01-21
გამოქვეყნების თარიღი
2011-01-27
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.120.016020
"სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2011 წლის 21 იანვარი

ქ. სამტრედია

„სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №24 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე V, №53, 18. 11. 2010, მუხ. 1572) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის „მ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) წინადადებების შემუშავებას გარევაჭრობის და გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე.”.

2. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                   ა. ჯვარშეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია