"სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
1
მიმღები ორგანო
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-01-21
გამოქვეყნების თარიღი
2011-01-27
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.120.016019
"სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2011 წლის 21 იანვარი

ქ. სამტრედია

„სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 4 ნოემბრის №22 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე V, №53, 18. 11. 2010, მუხ. 1570) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ადმინისტრაციული სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონითა და გამგეობის დებულებით.”

2. მე-4 მუხლის „ნ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას და ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას.”.

3. მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                   ა. ჯვარშეიშვილი

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია