საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
დოკუმენტის ნომერი
41
მიმღები ორგანო
საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი
2011-01-25
გამოქვეყნების თარიღი
2011-04-18
სარეგისტრაციო კოდი
040030000.08.002.016145
საჯარო სამართლის იურიდიული პირის-საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №41

2011 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო აკადემიის რეორგანიზაციის შესახებ

1. რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო აკადემია (შემდეგში – აკადემია) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – შემოსავლების სამსახურთან (შემდეგში – შემოსავლების სამსახური) მიერთების გზით.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს აკადემიის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

3. აკადემიის უფლებები და მის მიერ ნაკისრი მოვალეობები განახორციელოს შემოსავლების სამსახურმა.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის –საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო აკადემიის შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 26 აპრილის №254 ბრძანებულება.

5. ეს ბრძანებულება, გარდა პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

6. ამ ბრძანებულების პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2011 წლის 31 იანვრიდან.

მ. სააკაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.ძალადაკარგულია-საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 18 აპრილის ბრძანებულება №212-ვებგვერდი, 18.04.2011წ.

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია