"სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
6
მიმღები ორგანო
სენაკის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2011-01-21
გამოქვეყნების თარიღი
2014-07-28
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.108.016026
"სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6                                    

2011 წლის 21 იანვარი

სენაკი

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 10.05.2011წ.

1. დამტკიცდეს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის დებულება (დანართი №1).

2. დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონით „ნორმატიული აქტების შესახებ” დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.

  საკრებულოს თავმჯდომარე        ბ. ნარმანია

შეტანილი ცვლილებები:

1. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 10.05.2011წ.

2. ძალადაკარგულია - სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის დადგენილება № 32 - ვებგვერდი, 01.08.2014წ.

 

დანართი № 1

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის

სამსახურის დებულება

მუხლი 1. სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახური

1. მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, ხოლო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები – საკრებულოს დადგენილებით.

4. სამსახურს აქვს შტამპი, ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.

5. სამსახურის ადგილსამყოფელია: სენაკი, ჭავჭავაძის ქ. №103.

     მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს გამგებლის დავალებით ახორციელებს ერთ-ერთი მოხელე.

3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებითა და შინაგანაწესით.

4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, „ საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 10.05.2011წ.

 

 

     მუხლი 3. სამსახურის ფუნქციები

სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;

ბ) მუნიციპალური სპორტული დაწესებულებების მართვას;

გ) წინადადებების შემუშავებას სპორტის დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;

დ) სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;

ე) სპორტის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;

ვ) მუნიციპალური სტადიონების, სპორტული მოედნების, საცურაო აუზების, სპორტული კომპლექსების მართვას;

ზ) სხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებისათვის სპორტულ და ახალგაზრდობის საქმეთა საქმიანობაში მეთოდური დახმარების გაწევას;

თ)  მუნიციპალიტეტის მასშტაბით სპორტული შეჯიბრებების მოწყობის; მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას;

ი) სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას;

კ) საჭირო შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის გამგებელთან შეთანხმებით, ამა თუ იმ დარგის სპეციალისტების მოწვევას;

ლ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების სფეროების მიხედვით განაწილების თაობაზე წინადადებების მომზადებას და წარდგენას;

მ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული არასამეწარმეო იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაციას;

 ნ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის დადგენილება №21 - ვებგვერდი, 10.05.2011წ.

    მუხლი 4 . (ამოღებულია - 29.04.2011, №21)

    მუხლი 5. (ამოღებულია - 29.04.2011, №21)

 

კრებსითი — სრული ვერსია